saqarTvelos mRvimeebi - aZabis farduli

 

კარსტული წარმონაქმნი აძაბის მღვიმის სამხრეთით 150-200 მ. გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ზღვის დონიდან 280 მ-ზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. ფარდული განვითარებულია ზღვის დონიდან 20-25 მ. კირქვის ქარაფის ძირში, რომლის სიგრძე 40-45 მ აღწევს, სიღრმე 3-5 მ-ს. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ლოდები, თიხები, კულტურული შრე. ჰავა დინამიურია, ჰაერის ცირკულაცია ძლიერი. აძაბის ფარდული მშრალია. გვხვდება მწერები, ობობები და სხვა ზედაპირული ცხოველები, ფლორიდან ბალახეული და ხავსი.

ფარდულის ფსკერზე დალექილ თიხებში გვხვდება კულტურული შრეები, პალეონტოლოგიური ნიშნებით. ადვილი გასასვლელია, არსებობს ჭრილი.